ევროპის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი
8 ნოემბერი 2021 წელი
ევროპის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი
საქართველოს პარლამენტი აცხადებს ღია კონკურსს საქართველოს კვოტით ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის წევრობის კანდიდატთა შესარჩევად. კონკურსის შესახებ სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე - (www.parliament.ge), „პარლამენტის განცხადებების“ ველში. განცხადებები მიიღება 2021 წლის 5 ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის მიერ ადმინისტრირებული ელექტრონული ფოსტის (cpt@parliament.ge) მეშვეობით.
სრულად