გეოკულტურული სივრცე: სმარტ-ტექნოლოგიები განათლებასა და სოციუმში
1 ივლისიდან -5 ივლისამდე , ბსუ-ს 55 აუდიტორიაში გაიმართება მე-9 საერთაშორისო ფორუმი რეალურ და ვირტუალურ რეჟიმებში - „გეოკულტურული სივრცე:სმარტ ტექნოლოგიები განათლებასა და სოციუმში“; ფორუმი ტარდება მსოფლიო უნივერსიტეტების თაოსნობით ( პრეშოვის უნივერსიტეტი, ბოლონიის უნივერსიტეტი, კიოტო-სანგიოს უნივერსიტეტი, მიდლბერის უნივერსიტეტი). მიზანი: სხვადასხვა ქვეყნის ლინგვისტების, მეთოდისტების, კულტურულოგების, ლიტერატურათმცოდნეებისა და პედაგოგების გაერთიანება ჰუმანიტარულ სფეროში წარმოქმნილი აქტუალური პრობლემების განსახილველად, უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის ეფექტიურობის გაუმჯობესება და ვირტუალურ და რეალურ ფორმატში ურთიერთობის კულტურის ამაღლება.
სრულად