DAAD-ის საინფორმაციო შეხვედრა
27 მარტი 2023 წელი

DAAD-ის საინფორმაციო შეხვედრა
27 მარტს, 13:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 32 -ე აუდიტორიაში გაიმართება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ ორგანიზებული საინფორმაციო შეხვედრა. საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორი და სამეცნიერო კვლევით სტიპენდიებს წარადგენს DAAD-ის წარმომადგენელი მაქსი ბორნმანი. მოკლევადიანი საბაკალავრო სტიპენდიის მისაღებად აუცილებელია გერმანული ენის (B1 დონე) ცოდნა. ხოლო სამაგისტრო, სადოქტორო და სამეცნიერო კვლევითი სტიპენდიების მოსაპოვებლად აუცილებელია გერმანული ან ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე.
სრულად