ტექნოლოგიური ფაკულტეტი

გერმანიის საგრანტო პროექტის (GIZ) გამარჯვებულების შეხვედრა ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე გაიმართა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების - (GIZ)  მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის -  „მდგრადი ურბანული განვითარება სქართველოში“ პრეზენტაცია, რომელიც შეეხებოდა ძველი ბათუმის სამეზობლო და საფეხმავლო კონცეფციების სამუშაო ვერსიებს. პრეზენტაცია წარადგინეს გერმანიის საგრანტო პროექტის - (GIZ) - ის გამარჯვებულებმა: კახა მაღრაძემ, სოფო თოდუამ და ანა მემანიშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ტექნოლოგიურ ფაკულტეტის სტუდენტები და  პროფესორ-მასწავლებლები.

შეხვედრაზე ჩატარდა შემდეგი აქტივობები:

  1. საპროექტო ჯგუფის მიერ შემუშავებული დოკუმენტაციის წარდგენა;
  2. ძველი ბათუმის უბნის სამეზობლო კონცეფციისა და გადაწყვეტათა პორტფელის ერთობლივ რუკაზე დატანა;
  3. საპროექტო იდეებისა და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შეჯამება.

შეხვედრისას სტუდენტებს პროექტის წარმომადგენლებმა გააცნეს ძველი ბათუმის სამეზობლო და საფეხმავლო კონცეფციების სამუშაო ვერსიები, ასევე ჩაატარეს სხვადასხვა ტიპის ჯგუფური და ინდივიდუალური  სამუშაოები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა