ტექნოლოგიური ფაკულტეტი

ტრენინგი აგრარული მიმართულების განვითარებისათვის

სურათი

ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარული მიმართულების აკადემიურმა პირებმა ნარგიზ ალასანიამ, დარეჯან ჯაშმა და ლამზირა გორგილაძემ „ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლის მეურნეობის განვითარების  ENPARD”-ის ფარგლებში გამართულ ტრენინგში ღებულობდნენ მონაწილეობას.

პროექტს - ,,კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება აგრარული მიმართულებით, რეგიონალურ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში“ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, კავკასიის გარემოსდაცვითი  არასამთავრებო ორგანიზაციათა ქსელთან CENN და PMC კვლევით ცენტრთან ერთად ახორციელებს. პროგრამის  მიზანია რეგიონებში აგრარული მიმართულებით კვლევითი ინსტიტუციების სამეცნიერო კვლევების პოტენციალის გაზრდა. აგრარული მიმართულებით საგანმანათლებლო კვლევითი ინსტიტუციების გაძლიერება,  ბუნებრივი რესურსების მართვის კუთხით და სოფლის მეურნეობისა და გარემოსთან დაკავშირებულ კვლევებზე მოთხოვნის გაზრდა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, პროექტში  თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი და  სამცხე-ჯავახეთის  სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობს. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა