31 მარტი 2017 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარული მიმართულების სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა კახეთში ევროკავშირის ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის დასკვნით კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრაზე ერთი წლის პრაქტიკული სამუშაოების შემდეგ, საბოლოოდ შემუშავდა „კაკლის ღირებულებათა ჯაჭვის„ სქემა აჭარის რეგიონში. აგრეთვე მოეწყო ვიზიტები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გრანტის ფარგლებში მოწყობილ საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებსა და ლაბორატორიებში.
პროექტი ,,თანამედროვე კვლევითი პრაქტიკის აგრარული მიმართულებით რეგიონულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში’’, ერთი წელია მიმდინარეობდა GIPA-ს, CEEN-ს და PMC კვლევითი ცენტრთან პარტნიორობით. კვლევით პროექტში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის და თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტები მონაწილეობდნენ.