18 მაისი 2018 წელი
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „ქართული დიასპორა სტამბულში“ ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა როინ მალაყმაძემ. ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებმა გაიხსენეს 100 წლის წინ განვითარებული მოვლენები და ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური დატვირთვა, რაც ჰქონდა 26 მაისს საქართველოს უახლეს ისტორიაში. ლექცია მნიშვნელოვანი იყო მხარეთმცოდნეობითი თვალსაზრისითაც, ახალგაზრდები გაეცნენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს სტამბულის ბიბლიოთეკებსა და არქივებში დაცული ცნობები ქართული დიასპორის შესახებ.