3 ივლისი 2018 წელი
ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებმა და დეკანის მოადგილემ დინარა ფაღავამ 14-28 ივნისს საფრანგეთში, ქალაქ პუატიეს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სემინარში მიიღეს მონაწილეობა. ორკვირიანი პროგრამა ითვალისწინებდა მასწავლებელებისთვის სწავლების ინოვაციური და დისტანციური მეთოდების გაცნობას. სტუდენტები დაესწრნენ 60-საათიან ლექციათა კურსს ფრანგულ ენაში და მონაწილეობა მიიღეს კულტურულ ღონისძიებებში. ყოველწლიური საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს უცხოური გამოცდილების გაზიარებასა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას.