19 აპრილი 2019 წელი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის და აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამდღიანი სასწავლო კურსი დაიწყო თემაზე: „ტურისტული დიპლომატია, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი“. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარები ბსუ-ს სტუდენტებსა და ტურიზმით დაინტერესებულ პირებს ლექციებს წაუკითხავენ საქართველოს საგარეო პოლიტიკის, დიპლომატიისა (ტურისტული, ეკონომიკური, კულტურული დიპლომატიის) და საერთაშორისო სივრცეში ინტეგრირების საკითხებზე. სასწავლო კურსი ელჩის მიხეილ უკლებას საჯარო ლექციით - „საქართველოს დიპლომატიის უახლესი ისტორია 1991 წლიდან დღემდე“ დაიწყო.