24 აპრილი 2019 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის ასისტენტმა ნინო დევაძემ ერასმუს+-ის პროგრამის ფარგლებში პორტუგალიაში, მინიოს უნივერსიტეტში ლექციები ჩაატარა. ნინო დევაძემ ერთი კვირის განმავლობაში სემინარები ჩაატარა ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის ტურიზმის მდგრადი განვითარების საკითხებზე.