7 ნოემბერი 2019 წელი
ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტისა და გერმანიის ექსპერტთა სამსახურის (Senior Experten Service) თანამშრომლობის ფარგლებში, ტურიზმის გერმანელმა ექსპერტმა ულრიხ ტროსიენმა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის მასტერკლასი ჩაატარა ტურიზმის განვითარების, სასტუმროს მენეჯმენტისა და სერვისის ხარისხის საკითხებზე. ერთკვირიანი შეხვედრები მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის ტურიზმის ინდუსტრიის სიახლეების გაცნობას და პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას.