ტურიზმის ფაკულტეტი

პროფესორ-მასწავლებლებმა ხულოს მუნიციპალიტეტის ტურისტული სერვისების ოპერატორებს ტრენინგი ჩაუტარეს

სურათი

ხულოს მუნიციპალიტეტში მოქმედი ტურისტული მომსახურებების 20-მდე ოპერატორს სოფლად ტურიზმის თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ. სწავლების მიზანი იყო, სოფლად ტურისტული სერვისების განვითარების შესახებ ცოდნის გაღრმავება და თანამედროვე ტენდენციების გაცნობა. ორდღიან ტრენინგს უძღვებოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი როსტომ ბერიძე, ტელემარკის უნივერსიტეტის პროფესორი თეიმურაზ აბესაძე და ტურიზმის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი ული ტროსიენი. 

ტრენინგის ძირითადი თემა იყო ნორვეგიული გამოცდილების გაზიარება სოფლად ტურიზმის მიმართულებით, პარალელების გავლება რეგიონში არსებულ ვითარებასთან, სოფლად ტურიზმის განვითარების ოთხი სეზონის სტრატეგია, სასტუმრო სახლებისა და სერვისების ხარისხის გაუმჯობესების გზები.

სოფლად ტურიზმის განვითარების მიმართულებით ტრენინგები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მაღალმთიან დასახლებებში ტურისტული სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას. რაც უზრუნველყოფს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ განვითარებასა და საქმიანობების დივერსიფიკაციას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა