19 მაისი 2020 წელი

ტურიზმის დარგის გერმანელმა ექსპერტმა (CIM/SES), ბათუმის შოთა ერუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა კურტ ჰაინც რეიცმა ტურიზმის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელებისა და სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექცია და დისკუსია თემაზე: „ტურიზმი დღეს - აქტუალური საკითხები“. ონლაინ ლექცია მიზნად ისახავდა ტურიზმის ინდუსტრიაზე პანდემიის გავლენის ანალიზს და მოგზაურობის მიმართ ახალი მიდგომების დანერგვას გერმანიისა და საქართველოს მაგალითებზე.