1 ოქტომბერი 2020 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი როსტომ ბერიძე და პროფესორ-მასწავლებლები პირველკურსელებს zoom-ის ონლაინ პლატფორმის საშუალებით შეხვდნენ, სტუდენტობა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. სტუდენტები შეხვედრაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითად მარეგულირებელ აქტებს, საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისა და სტუდენტთა აკადემიური შეფასების წესებს, ელექტრონული სერვისებსა და ონლაინ სწავლების სისტემას გაეცნენ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს ფაკულტეტის ადმინისტრაციამ უპასუხა.