24 ნოემბერი 2020 წელი
ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის ადმინისტრაციამ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებთან საინფორმაციო ხასიათის ონლაინ შეხვედრა ჩაატარა. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე სემესტრის ონლაინ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხები, ასევე სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია შუალედური გამოცდების ჩატარების, სტიპენდიებისა და ადმინისტრაციული საკითხების შესახებ.