ტურიზმის ფაკულტეტი

ტურიზმის განათლების გამოწვევები პოსტკოვიდურ პერიოდში

სურათი

ტურიზმისა ფაკულტეტის და უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის  ტურიზმის კომიტეტის  ორგანიზებით გაიმართა ონლაინ კონფერენცია  თემაზე: ,,ტურიზმის განათლების გამოწვევები პოსტკოვიდურ პერიოდში“. სესიაში მონაწილეობდნენ  კიევის ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტის  ტურიზმის კათედრის პროფესორები, უკრაინის სასტუმროთა ასოციაციის წარმომადგენლები, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის  თანამშრომლები,  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის და  საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) ტურიზმის მიმართულების პროგრამის ხელმძღვანელები.

კონფერენციაზე მონაწილეებმა განიხილეს ტურიზმის განათლებაში არსებული პრობლემები, ონლაინ სწავლების პირობებში მიღებული გამოცდილება და   პოსტკოვიდურ პერიოდში თანამშრომლობის შესაძლებლობები ტურიზმის ინდუსტრიისთვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებისთვის.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა