9 ივნისი 2021 წელი
კომპანია ,,ოდისია“-ს ხელმძღვანელმა როინ ლამპარაძემ ტურიზმის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის ონლაინ ლექცია წაიკითხა სასტუმროს მართვის სისტემის უნიკალური ფუნქციების, ჩენელ მენეჯერისა და ქლაუდ სისტემის საკითხებზე. ,,ოდისია“ (ODISSIA SYSTEMS INC) წარმოადგენს საერთაშორისო კომპანიას, რომელიც სასტუმროს მართვის და ჯავშნის სისტემებს სთავაზობს სასტუმროებს, აპარტ ოტელებს, საოჯახო სასტუმროებს, ჰოსტელებს, აპარტამენტების და ვილების გაქირავების კომპანიებს.