28 ივნისი 2021 წელი
ტურიზმის ფაკულტეტის პროფესორმა როსტომ ბერიძემ ,,ტურიზმის მენეჯმენტის" მაგისტრატურის სტუდენტებს მასტერკლასის ლექცია ჩაუტარა თემაზე ,,სოფლად ტურიზმის განვითარების სტრატეგია, ახალი გამოწვევები". პანდემიის შემდეგ სოფლად ტურიზმი მეტად პოპულარული იქნება, რადგანაც ტურისტები მოერიდებიან ხალხმრავალ ადგილებს და უპირატესობას მიანიჭებენ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში დასვენებას. ეს ახალი ტენდენცია პოზიტიური მოვლენა იქნება და ტურისტებს შორის ადრე არაპოპულარული ადგილები გახდება შემოსავლის მომტანი. ეს თავისთავად აქტუალურს ხდის კოვიდ-19 პანდემიის შემდეგ სოფლად ტურიზმის განვითარების ახალი სტრატეგიის შემუშავებას.