9 სექტემბერი 2021 წელი
ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტმა ვადიმ გეტმანის სახელობის კიევის ნაციონალური ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა. სტუმრებს ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა როსტომ ბერიძემ ფაკულტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია, საგანმანათლებლო პროგრამები, ელექტრონული რესურსები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გააცნო.
შეხვედრაზე ბათუმისა და კიევის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ურთიერთთანამშრომლობის პირობები განიხილეს. დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებების, კონფერენციების, საზაფხულო სკოლების ჩატარება, სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა, საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომის შესრულების მიზნით, მივლინებისა და პრაქტიკის ორგანიზება. აღნიშნულის ფარგლებში, უმაღლეს საგანმანათლებო დაწესებულებებს შორის ასევე გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი.