13 მაისი 2022 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტი ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-13 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში „EXPO BATUMI TRAVEL - 2022“ ღებულობს მონაწილეობას. ფაკულტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა დამთვალიერებლებს უნივერსიტეტის სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამები, სტუდენტური ცხოვრება გააცნეს და ტურისტული პროდუქტები წარუდგინეს. გამოფენა სამ დღეს გაგრძელდება და მასში 80-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტული კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის 40-მა სტუდენტმა ერთთვიანი სტაჟირების ფარგლებში ,,EXPO BATUMI TRAVEL - 2022“ გამოფენის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ესწავალათ ღონისძიების დაგეგმვა, PR-ი და პრომოუშენი, მონაწილე ორგანიზაციებთან საქმიანი კომუნიკაცია, საორგანიზაციო საკითხების ეფექტურად მართვა და პრობლემის გადაჭრა.
საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ,,GEONET EXPO–ის“ ორგანიზებით იმართება.