31 მაისი 2022 წელი
16-31 მაისს, ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტისა და გერმანიის ექსპერტთა სამსახურის (Senior Experten Service) თანამშრომლობის ფარგლებში, ტურიზმის ექსპერტმა (CIM/SES) და ბსუ-ს საპატიო დოქტორმა კურტ ჰეინც რეიცმა ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ლექციებისა და დისკუსიების ციკლი ჩაატარა თემაზე: „ტურიზმი წარსულში, აწმყოსა და მომავალში“. ლექციები მიზნად ისახავდა ტურიზმის ინდუსტრიაზე პანდემიის გავლენის ანალიზს და მოგზაურობის მიმართ ახალი მიდგომების დანერგვას გერმანიისა და საქართველოს მაგალითებზე.
გერმანიის ექსპერტთა სამსახური (SES - Senior Experten Service) გერმანიაში დაფუძნებული არასამთავრობო და არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს დარგის ექსპერტებს განვითარებად ქვეყნებში განათლების მხარდასაჭერად.
ბატონი კურტ ჰეინც რეიცი 16 წელია აქტიურად თანამშრომლობს ბსუ-სთან და ტურიზმის ფაკულტეტთან.