ტურიზმის ფაკულტეტი

ტურიზმის ფაკულტეტს, ტურიზმის ექსპერტი, პროფესორი გერალდ ვეტცელი ეწვია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტისა და გერმანიის ექსპერტთა სამსახურის (Senior Experten Service) თანამშრომლობის ფარგლებში, ტურიზმის ფაკულტეტზე მოწვეული იყო ტურიზმის ექსპერტი (CIM/SES), ბსუ-ს საპატიო დოქტორი და გერმანიის მასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი გერალდ ვეტცელი. ბატონმა გერალდმა და ტურიზმის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორმა თამარ ბერიძემ ტურიზმის ფაკულტეტის მესამე სასწავლო წლის სტუდენტებისათვის „სპეციალურ ღონისძიებათა მენეჯმენტის“ კურსის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა ჩაატარეს.

ერთკვირიანი შეხვედრების განმავლობაში  სტუდენტებმა შეიმუშავეს გეგმა და გამოიკვლიეს ბათუმის ტურისტულ გამოფენაზე „Expo Batumi  2022“  წარმოდგენილი ტურისტული ორგანიზაციების სტრუქტურა, მუშაობის სპეციფიკა, გამოწვევები და დასაქმების პერსპექტივები. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა იმუშავეს ჯგუფებში, მოამზადეს  რეფერატები და კვლევის შედეგები წარადგინეს.

ვიზიტის ფარგლებში პროფესორი გერალდ ვეტცელი ასევე შეხვდა გერმანიაში პრაქტიკის გავლის მიზნით  შერჩეულ სტუდენტებს და ტურიზმის სფეროში პერსონალის კვალიფიკაციის,  სამოგზაურო ფორმალობისა და კულტურათაშორისი კომუნიკაციის საკითხებზე ესაუბრა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა