27 მაისი 2022 წელი
ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტს სამუშაო ვიზიტით გერმანიის მიტელშტანდის უმაღლესი სასწავლების (FHM) პროფესორი, „სოლუშენზ ჰოლდინგ“-ის აღმასრულებელი დირექტორი და სასტუმროს კონგრესის მრჩეველთა საბჭოს წევრი შტეფან გერჰარდი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ტურიზმის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს 23-25 მაისს ჩაუტარდათ ინტენსიური ტრენინგი სასტუმროს საერთაშორისო ბიზნესის, გლობალური ტენდენციებისა და სასტუმროს მეგატრენდების თემებზე. ტრენინგის მონაწილე სტუდენტებს გერმანელი ექსპერტი სასწავლო ვიზიტით ბერლინში უმასპინძლებს და ბრენდული სასტუმროების საქმიანობას გააცნობს.
პროფესორი შტეფან გერჰარდი წლების განმავლობაში თანამშრომლობს ტურიზმის ფაკულტეტთან და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ტურიზმის მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში.