ტურიზმის ფაკულტეტი

ტურიზმის ფაკულტეტი „Erasmus+“-ის საგრანტო პროექტის ასოცირებული პარტნიორია

სურათი

ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტი „Erasmus+“-ის პროგრამის „ნელი ტურიზმის მენეჯმენტის-SLOW TOURISM MANAGMENT“ ინტეგრირებული ტრანსნაციონალური სამაგისტრო პროგრამის შემუშავების საგრანტო პროექტის ასოცირებული პარტნიორია. ნელი ტურიზმი მდგრადი ტურიზმის ნაწილია, რომელიც ორიენტირებულია როგორც ტურისტების, ისე მასპინძელი ქვეყნის ორმხრივ სარგებელზე, ის ხელს უწყობს ტურიზმის უსაფრთხო განვითარებას, სხვადასხვა კულტურებს შორის დიალოგს და შესაბამისობაშია ევროკავშირის მდგრადი განვითარების მიზნებთან.

პროექტის შემუშავებაში მონაწილეობს 6 ქვეყნის (პოლონეთი, უნგრეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი, ჩეხეთი) 7 უნივერსიტეტი. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები მაგისტრატურის ოთხ სემესტრს პოლონეთში, უნგრეთსა და საქართველოში გაივლიან, ამასთან პროგრამა ითვალისწინებს მათთვის საზაფხულო სკოლისა და  სასწავლო პრაქტიკების ორგანიზებას.

ტურიზმის ფაკულტეტი თხუთმეტი თვის მანძილზე აქტიურად იქნება ჩართული სამაგისტრო პროგრამის შემუშავებაში, პროგრამის განხორციელების პროცესში  ლექტორ-მასწავლებლებს საშუალება ექნებათ, ჩაერთონ სასწავლო პროცესში, უხელმძღვანელონ სამაგისტრო ნაშრომის შესრულებას და მიიღონ მონაწილეობა დაგეგმილ ღონისძიებებში. პროექტი საშუალებას მისცემს უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალს გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა