ტურიზმის ფაკულტეტი

ბსუ-ს დელეგაციის ვიზიტი გერმანიაში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ხალვაში, ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კორძაია და სასწავლო პროცესის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ტურიზმის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მერაბ დიასამიძე გერმანიის მასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტთან (Internationales Institut für Hospitality (IIFH)) გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გერმანიაში იმყოფებოდნენ.

ვიზიტი მიზნად ისახავდა ტურიზმის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების გერმანიის ტურიზმის ინდუსტრიის ორგანიზაციებში საწარმოო პრაქტიკის პირობების გაცნობას, არსებულ და პერსპექტიულ პარტნიორებთან შეხვედრებს, მომავალი ურთიერთობების გაღრმავებას, თანამშრომლობას და აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის გერმანიაში საწარმოო პრაქტიკის განხორციელებისთვის ახალი პარტნიორების მოძიებას.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა მეკლენბურგ-შვერინის თავისუფალი მიწის სახელმწიფო პარლამენტში და სავაჭრო სამრეწველო პალატაში, სადაც დელეგაციის წევრები მეკლენბურგის მიწაზე არსებულ პოტენციალს გაეცნენ, ასევე შედგა საუბარი მომავალი თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე.

ტურიზმის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების მსგავსად დაიგეგმა აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის გერმანიაში საწარმოო პრაქტიკების ორგანიზება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა