ტურიზმის ფაკულტეტი

სტუდენტთა III საერთაშორისო სტაჟირების პროგრამა ბერლინში

სურათი

ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებმა 1-6 ნოემბერს, ქ. ბერლინში გამართულ „საერთაშორისო სასტუმროს მენეჯმენტის“ სტაჟირების პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა.

ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის დაგეგმილი მიზნობრივი პროგრამა მოიცავდა  საინფორმაციო შეხვედრებსა და  ვიზიტებს კონცეპტუალურ სასტუმროებში (25hours, Henri, Scandic), რომლის ფარგლებშიც სასტუმროს წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს მასპინძლობის ინდუსტრიის მუშაობის თანამედროვე სტანდარტები, ტენდენციები და ინდუსტრიის გამოწვევები.

პროგრამა ასევე მოიცავდა პრეზენტაციებს, დისკუსიებსა და  კარიერული განვითარების შესაძლებლობების გაცნობას დიზაინისა და ღონისძიებების სააგენტოსთან  „Nok Akt“,  ერთ-ერთ ყველაზე მზარდ სასტუმროს ოპერირების კომპანიასთან “HR-Group” და სასტუმრო კომპლექსების მფლობელ კომპანიასთან „SeetelHotels“.

სტაჟირების რიგით მესამე პროგრამა განხორციელდა მასპინძლობის ინდუსტრიის გერმანელი ექსპერტის, ბსუ-ს საპატიო დოქტორის, პროფესორ შტეფან გერჰარდის  ორგანიზებით. სტუდენტთა ფინანსური მხარდაჭერისთვის ტურიზმის ფაკულტეტი მადლობას უხდის ბათუმის მერიასა და ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრს.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა