11 ნოემბერი 2022 წელი

ერთობლივი პროექტის „მდგრადი ტურიზმი: სოფლად მეწარმეობა და კულტურული მემკვიდრეობა. ყირგიზეთს, საქართველოსა და ნორვეგიას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობა“ წარმატებით დასრულების შემდეგ, 23-27 ოქტომბერს, ახალი პროექტის მომზადების მიზნით პარტნიორებს შორის სამუშაო შეხვედრები გაიმართა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის, ცენტრალური აზიის უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის საზღვაო აკადემიის, ისიკ-კულის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ყირგიზეთის ეკონომიკური უნივერსიტეტის და ADAM-ის უნივერსიტეტის (ბიშკეკის საფინანსო-ეკონომიკური აკადემია) წარმომადგენლებმა შეხვედრის ფარგლებში უნივერსიტეტების ინტერესებიდან გამომდინარე „Erasmus+“ის საგრანტო განაცხადზე წარსადგენ ახალ პროექტზე ისაუბრეს.
ახალი პროექტი მიზნად ისახავს ერთობლივი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემუშავებას, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მობილობას სწავლა-სწავლებისთვის, საზაფხულო სკოლების ორგანიზებას, სტუდენტების მობილობას საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების შესრულების, საბიბლიოთეკო მატერიალური და არამატერიალური რესურზების გამოყენების შესაძლებლობას.
საგრანტო განაცხადის წარდგენა 2023 წლის თებერვლის თვეში განხორციელდება.