5 დეკემბერი 2022 წელი
ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტსა და გერმანიის ექსპერტთა სამსახურის (SES) თანამშრომლობის ფარგლებში მოწვეულმა ექსპერტმა ულრიხ ტროსიენმა ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებისთვის ჩაატარა ღია ლექცია თემაზე „ტურიზმის სფეროში პერსონალის კვალიფიკაცია და კულტურათაშორისი კომუნიკაცია”. გერმანიის ექსპერტთა სამსახური (SES senior experten service) წარმოადგენს გერმანიაში დაფუძნებულ არასამთავრობო და არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა დარგის ექსპერტებს განვითარებად ქვეყნებში საერთაშორისო განათლების მხარდასაჭერის მიზნით.