6 მარტი 2023 წელი

ტურიზმის ფაკულტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე სასწავლო წლის სტუდენტმა თამარ მახარაძემ „ელთ ბილდინგის სახელობის სტიპენდია“ მოიპოვა. სტიპენდიის კონკურსი შპს „ელთ ბილდინგისა“ და ბსუ-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე გამოცხადდა, რომელიც ითვალისწინებდა ტურიზმის, კომპიუტერული მეცნიერებების და არქიტექტურის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე და წარმატებული სტუდენტების შერჩევასა და სტიპენდიის დანიშნვას 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.