ტურიზმის ფაკულტეტი

ტურიზმის საერთაშორისო ფორუმი - ტურიზმი უკრაინაში: გამოწვევები და აღდგენა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი კორძაიამ და მასპინძლობის მენეჯმენტის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორმა ნინო დევაძემ 21-22 მარტს მონაწილეობა მიიღეს ვადიმ გეტმანის სახელობის კიევის ნაციონალურ ეკონომიკური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ტურიზმის საერთაშორისო ფორუმში „ტურიზმი უკრაინაში: გამოწვევები და აღდგენა“. ფორუმის ორგანიზატორები ასევე იყვნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხერსონის სახელმწიფო აგრარული და ეკონომიკური უნივერსიტეტი, უკრაინის ტურიზმის განვითარების სახელმწიფო სააგენტო და უკრაინის სასტუმროების ასოციაცია.

ასოცირებული პროფესორი ირაკლი კორძაია გახლდათ ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი.

ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი კორძაიამ და ასისტენს პროფესორმა ნინო დევაძემ ფორუმის ფარგლებში მოხსენება წაიკითხეს თემაზე: „ტურიზმის განვითარების თანამედროვე ტენდენციები აჭარაში“.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა