ტურიზმის ფაკულტეტი

ბსუ-ს საპატიო დოქტორმა, პროფესორმა შტეფან გერჰარდმა სტუდენტებისთვის საერთაშორისო სასტუმროს მენეჯმენტის ტრენინგი ჩაატარა

სურათი

ტურიზმის ფაკულტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის საერთაშორისო სასტუმროს მენეჯმენტის ტრენინგი ჩატარდა. ყოველწლიურ შეხვედრას სასტუმროს ბიზნესისა და  მასპინძლობის აქტუალურ საკითხებზე „Solutions Holding GmbH” აღმასრულებელი დირექტორი, გერმანიის სასტუმროს კონგრესის მრჩეველთა საბჭოს წევრი პროფესორი შტეფან გერჰარდი ატარებს. ორდღიანი ტრენინგის თემატიკა მოიცავდა სასტუმროს საერთაშორისო მენეჯმენტის პირობებს,  სასტუმროს ინდუსტრიის საფუძვლებსა და სტრუქტურულ მახასიათებლებს, სასტუმროს ოპერირებას, მის განვითარებასა და ინვესტიციებს. ტრენინგის მონაწილე სტუდენტებს  შესაძლებლობა ჰქონდათ, ჯგუფური მუშაობის ფორმატით შეემუშავებინათ ახალი სასტუმროს კონცეფცია ბათუმისთვის.

ტრენინგის მონაწილე სტუდენტებს გერმანელი ექსპერტი სასწავლო ვიზიტით ბერლინში უმასპინძლებს და მოწინავე სასტუმროთა საქმიანობას გააცნობს.

ბსუ-ს საპატიო დოქტორი, პროფესორი შტეფან გერჰარდი წლების განმავლობაში თანამშრომლობს ტურიზმის ფაკულტეტთან და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა