19 ივნისი 2023 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი დავით ვერძაძე ევროპის ჩემპიონია შოტოკან კარატეში. პირველობა ბულგარეთის ქალაქ კრანევოში ჩატარდა და მასში ევროპის ყველა ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. დავით ვერძაძემ 21 წლამდე ასაკის -68 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ბულგარელ მეტოქეს სძლია და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ანგარიშით 3:2. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩემპიონს ულოცავს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.