ტურიზმის ფაკულტეტი

დასრულდა საშემოდგომო სკოლა „კულტურული და საერთაშორისო ტურიზმი - მშვიდობის სასიცოცხლო ძალა“

სურათი

ბსუ-ში მუშაობა დაასრულა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა (DAAD) და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის საშემოდგომო სკოლამ „კულტურული და საერთაშორისო ტურიზმი - მშვიდობის სასიცოცხლო ძალა“. საშემოდგომო სკოლაში მონაწილეობდა 40-მდე ქართველი და უცხოელი პროფესორ-მასწავლებელი და სტუდენტი. სკოლა მოიცავდა თეორიულ-პრაქტიკულ სწავლებას, აჭარის ტურისტული პოტენციალისა და საერთაშორისო ტურიზმის აქტუალურ საკითხების გაცნობას.

საშემოდგომო სკოლის მიზანი იყო საზღვრისპირა გამყოფი ხაზების ირგვლივ განათლების და კულტურის მიმართულებით კავშირების დამყარება, სამხრეთ კავკასიის, მოლდოვისა და ევროკავშირის ქვეყნების უნივერსიტეტებს, აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების ხელშეწყობა; აკადემიური კავშირების გაღრმავება-წახალისება; ტურიზმის დარგობრივი მიმართულებით ცოდნის გაზიარება.

სკოლის მსვლელობისას ლექციები ჩატარდა შემდეგ თემებზე:

ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის მასპინძლობის მენეჯმენტის დეპარტამენტის ასოც. პროფესორი ეკატერინე ბახტაძე -  „დანიშნულების ადგილის მარკეტინგი“

ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის ტურიზმის დეპარტამენტის პროფესორი პაატა ჩაგანავა  - „დანიშნულების ადგილის მენეჯმენტი“

ბსუ-ს საპატიო დოქტორი, ტურიზმის ექსპერტი კურტ ჰაინც რაიცი - „ტურიზმის წარსული, აწმყო და მოვალი“

ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოც. პროფესორი ლაშა ბაჟუნაიშვილი - „კულტურული მემკვიდრეობის ეკონომიკა“

საშემოდგომო სკოლის  მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა