30 ოქტომბერი 2023 წელი
ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის „ტურიზმის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე სასწავლო წლის სტუდენტი საბა კახიძე 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სწავლას პოლონეთში, ვროცლავის სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და გარემოს მენეჯმენტის ფაკულტეტის „ტურიზმისა და მასპინძლობის“ პროგრამაზე გააგრძელებს. ვროცლავის უნივერსიტეტი ცენტრალური ევროპის უძველეს და პოლონეთის წამყვან სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორისაა, სადაც საბა კახიძე სპეციალობის შესაბამისად გაივლის ტურიზმის მდგრადი განვითარების, კულტურათაშორისი კომუნიკაციის, ტურ-ოპერატორული ბიზნესისა და ტურიზმის ეკონომიკის სასწავლო კურსებს.
სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი უნივერსიტეტის კომისიის მიერ ჩატარდა და კონკურსანტებს შორის საუკეთესო მონაწილე ინგლისური ენის ცოდნის, კომუნიკაციის უნარისა და აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით გამოავლინა.
კონკურსში გამარჯვებული სტუდენტის მობილობა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბსუ-ს შორის გაფორმებული თანამშრომლობის შეთანხმების საფუძველზე სრულად დაფინანსებულია.