21 ნოემბერი 2023 წელი
19-21 ნოემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო ინივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა, ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი კორძაიამ, მასპინძლობის მენეჯმენტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა როსტომ ბერიძემ, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ანზორ დევაძემ, ასოცირებულმა პროფესორმა ეკატერინე ბახტაძემ, ასისტენტ პროფესორმა თეონა ზოიძემ და ასისტენტმა ლელა დევაძემ, ,,შატო ივერი“-ს გენერალურ მენეჯერთან, ივერი ბერიძესთან და ბრენდ შეფთან მარინე გორგილაძესთან ერთად, ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის და არდაჰანის უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის ორგანიზებულ ვორქშოპში „გასტრონომია და ტურიზმი“ მონაწილეობა მიიღეს. შეხვედრა ოფიციალურად არდაჰანის პროვინციის გუბერნატორმა ჰაირეთინ ჩიჩეკმა, უნივერსიტეტის რექტორებმა და დეკანებმა გახსნეს.
ვორქშოპის ძირითად ნაწილში, ტურიზმის ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა ეკატერინე ბახტაძემ „გასტონომიის როლი სოფლად ტურიზმის განვითარებაში (მაჭახელას ეთნო-სოფლის მაგალითზე), თეონა ზოიძემ „აჭარული გასტრონომია-მულტიკულტურალიზმის ნაწილში“ და ლელა დევაძემ „გასტრონომიული ტურიზმი და საქართველო - გამოწვევები და პერსპექტივები“ პრეზენტაციები წარადგინეს.
ვორქშოპის დასასრულს, მონაწილეებს „შატო ივერის“ ბრენდ შეფმა მარინე გორგილაძემ აჭარის რეგიონისთვის დამახასიათებელი ტრადიციული კერძები, ხოლო არდაჰანის უნივერსიტეტმა არდაჰანის პროვინციის დამახასიათებელი კერძები მოამზადეს და მონაწილეებს დააგემოვნებინეს.