ტურიზმის ფაკულტეტი

ბსუ-ს FERRANDI Paris-ის პროექტების მენეჯერი ნიკოლას კაილარი ეწვია

სურათი

ბსუ-ს FERRANDI Paris-ის უმაღლესი სკოლის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი ნიკოლას კაილარი აჭარის ა. რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, თინათინ ზოიძესთან ერთად ეწვია. ბსუ-ს რექტორთან მერაბ ხალვაშთან, ტურიზმის ფაკულტეტის დეკანთან, ირაკლი კორძაიასთან, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის უფროსთან, ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძესთან, ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, მარინა გიორგაძესთან და აჭარის პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე სტუმრებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

მხარეებმა იმსჯელეს ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის შემუშავების, FERRANDI Paris-ის უმაღლეს სკოლაში სტუდენტების სასწავლო პრაქტიკის გავლის შესაძლებლობებსა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე. ასევე დაიგეგმა საზაფხულო სკოლებისა და მასტერკლასების ჩატარება.

FERRANDI Paris-ი, გასტრონომიისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის უმაღლესი სკოლა დაარსდა 1920 წელს საფრანგეთში და წარმოდგენილია ხუთ სხვადასხვა ქალაქში: პარიზში, დიჟონში, ბორდშო, სენ- გრატიენსა და რენში. ყველა ქალაქში სკოლას გააჩნია კამპუსი, რომელიც აერთიანებს 40 სპეციალურ ლაბორატორიას და სამზარეულოს, ხუთ რესტორანს და სხვადასხვა საჭირო ინფრასტრუქტურას. სასწავლო პროცესს უძღვებიან სტუმარმასპინძლობის სფეროს 200-მდე ფრანგი და საერთაშორისო პროფესიონალი.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა