ტურიზმის ფაკულტეტი

საერთაშორისო გამოფენის „EBIT 2024-ის’’ სტაჟირებაში მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ

სურათი

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-15 საერთაშორისო გამოფენის „EBIT 2024-ის’’ სტაჟირებაში მონაწილე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე, ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მერაბ დიასამიძე და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი ირაკლი კორძაია შეხვდნენ. ახალგაზრდებს ფორუმში აქტიური მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადეს და სერტიფიკატები გადასცეს. სტუდენტები გამოფენაში წარმატებული მონაწილეობისათვის საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციისა და საერთაშორისო გამოფენებისა და ღონისძიებების კომპანია ,,ექსპო ბათუმის" მხარდაჭერით, სექტემბერში ისტორიულ კაბადოკიას ეწვევიან. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა