15 მაისი 2024 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი ნინო დევაძე ესპანეთის „ერაზმუს+“-ის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამისა და „საერთაშორისო კვირეულის" ფარგლებში, 5-11 მაისს, კორდობას უნივერსიტეტში (UCO) იმყოფებოდა. „საერთაშორისო კვირეულის" განმავლობაში სამუშაო შეხვედრები გაიმართა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილესთან ინტერნაციონალიზაციის ფარგლებში და სხვადასხვა ფაკულტეტების წარმომადგენლებთან. ნინო დევაძემ ერთი კვირის განმავლობაში სემინარები ჩაატარა ტურიზმის მდგრადი განვითარების აქტუალურ საკითხებზე ტურიზმის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის.