ტურიზმის ფაკულტეტი

კადემიურმა პერსონალმა პარიზის სორბონის უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

სურათი

პარიზში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაში ,,ტურიზმის მიერ გამოწვეული განახლება, ურბანიზაცია და რეფორმები - საქართველოს შემთხვევა'' მონაწილეობა მიიღეს ტურიზმის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე დინარა ფაღავამ და ტურიზმის ფაკულტეტის ტურიზმის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორმა ნარგიზ ფალავანდიშვილმა. კონფერენციაზე მონაწილეებმა წარადგინეს ამავე ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორების, ნინო დევაძისა და ნათია ბერიძის თანაავტორობით მომზადებული სამეცნიერო ნაშრომი ,,მდგრადი ტურიზმი და ნარჩენების მართვის ოპტიმიზაცია ქ. ბათუმში“. სამეცნიერო სესია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ასევე კავკასიის ტურიზმის სკოლისა და სორბონის უნივერსიტეტის თანამშრომლობით  გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა