
ფრანკოფონული საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მხარდაჭერით, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული კვლევების დოქტორანტმა “Newkaz”-ის კურსდამთავრებულმა ნინო გოგიაშვილმა 31ოქტომბერსა და 1 ნოემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ჩაატარა ორდღიანი ტრენინგი თემებზე:
- ტურიზმის ინდუსტრია
- ექსკურსიის არსი და მნიშვნელობა
- გიდის მიერ ექსკურსიის მომზადების და ჩატარების მეთოდები
- ძველი თბილისის კარები, ბაზრები და მოედნები
ტრენინგი ითვალისწინებდა თეორიულთან ერთად პრაქტიკულ მეცადინეობებს, რაც დაეხმარა სტუდენტებს განხილული თემატიკის გათავისებასა და შესაბამისად ტურების დაგეგმვა/ ორგანიზებაში.
უკან |