17 აპრილი 2025 წელი

7-11 აპრილს, „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი ნათია ბერიძე აკადემიური მობილობით იმყოფებოდა კროსნოს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (პოლონეთი). ნათია ბერიძემ ლექციები წაიკითხა და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარა II და III კურსის სტუდენტებთან მასპინძლობის მიმართულებით. ვიზიტის ფარგლებში ნათია ბერიძე გაეცნო საგანმანათლებლო პროგრამებს, საუნივერსიტეტო ცხოვრებას, მიმდინარე სასწავლო პროცესსა და სიახლეებს, ასევე შეხვდა უნივერსიტეტის დეპარტამენტებისა და საგარეო ურთიერთობათა სამსახურის წარმომადგენლებს.