ტურიზმის ფაკულტეტი

სასწავლო ვიზიტი გონიო-აფსაროსში

სურათი

24 და 26 აპრილს ტურიზმის ფაკულტეტის პირველი სასწავლო წლის სტუდენტებმა სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში გონიო-აფსაროსის ციხე მოინახულეს. ვიზიტისას სტუდენტები დეტალურად გაეცნენ ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილ რომაულ არტეფაქტებსა და შენობა-ნაგებობათა ნაშთებს, მათ შორის: ყაზარმებს, აბანოებს, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებსა და სხვა ობიექტებს.

სასწავლო პრაქტიკის მიზანს წარმოადგენდა აუდიტორიაში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში, რეალურ გარემოში გამოყენება. პრაქტიკა განხორციელდა მხარეთმცოდნეობის სასწავლო კურსის ფარგლებში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ასისტენტ-პროფესორი კახაბერ ქამადაძე.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა