ტურიზმის ფაკულტეტი

დასაქმების ფორუმი ბსუ-ში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტმა  მარიოტის დასაქმების ფორუმს უმასპინძლა. ფორუმი ჩატარდა ტურიზმის ფაკულტეტისა და მარიოტის სასტუმროების ქსელის თანამშრომლობის ფარგლებში და მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის სასტუმრო ინდუსტრიაში დასაქმების რეალური შესაძლებლობების გაცნობას საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებში: ლე მერიდიენი, შერატონი და ქორთიარდ ბათუმი.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გასაუბრებოდნენ სასტუმროების წარმომადგენლებს და მოეპოვებინათ ინფორმაცია 30-ზე მეტ პოზიციასა და 100-ზე მეტ ვაკანსიაზე.

დასაქმების ფორუმის ფარგლებში მოეწყო ინფორმაციული სესიები, კარიერული რჩევები და ადგილზე გასაუბრების შესაძლებლობა იმ მონაწილეებისთვის, ვინც დაინტერესებული იყო კონკრეტული ვაკანსიებით.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა