ტურიზმის ფაკულტეტი

საჯარო ლექცია მერისის სკოლაში

სურათი

1 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორმა თამარ ბერიძემ, მესამე მისიის ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის ფრიდონ თურმანიძის სახელობის საჯარო სკოლაში ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „სოციალური მედია და ტურიზმი“.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდებისთვის სოციალური მედიის მნიშვნელობის გაცნობა ტურიზმის განვითარების კონტექსტში. ლექცია ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, რაც მოსწავლეებისთვის საკითხების უკეთ გააზრებისა და აქტიური ჩართულობის შესაძლებლობას იძლეოდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ IX-XII კლასის მოსწავლეები, სკოლის დირექტორი და პედაგოგები. დამსწრეთა მხრიდან გამოიკვეთა მაღალი ინტერესი როგორც ტურიზმის სფეროსადმი, ისე ბსუ-ს სასწავლო პროგრამების მიმართ. ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიმბოლური საჩუქრები.

აღნიშნული ლექცია ფაკულტეტის აქტიური ჩართულობის ნაწილია მესამე მისიის ფარგლებში და მიზნად ისახავს რეგიონის სკოლებთან ურთიერთობის გაღრმავებას, პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობასა და მომავალი სტუდენტებისთვის ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობის შექმნას.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა