2 მაისი 2025 წელი

1 და 2 მაისს ტურიზმის ფაკულტეტის „ტურიზმის“ საბაკალავრო პროგრამის პირველი სასწავლო წლის სტუდენტები სასწავლო ვიზიტით პეტრას ისტორიულ-არქეოლოგიურ კომპლექსში იმყოფებოდნენ. ვიზიტი პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსის „მხარეთმცოდნეობის” ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანი იყო სტუდენტების ცოდნის გაღრმავება ისტორიულ-არქეოლოგიური რესურსების შესახებ. სტუდენტებს ადგილზე საშუალება მიეცათ, შეესწავლათ პეტრას ისტორიული მნიშვნელობა და გაეგოთ მემკვიდრეობის მართვის საკითხები, რაც მნიშვნელოვნად ანვითარებს სტუდენტების თეორიულ ცოდნასა და პროფესიული უნარ-ჩვევებს.