ტურიზმის ფაკულტეტი

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-16 საერთაშორისო გამოფენაში - „EBIT - 2025’’

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტი ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-16 საერთაშორისო გამოფენაში - „EBIT - 2025’’მონაწილეობს. სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა დამთვალიერებლებს ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამა, საუნივერსიტეტო ცხოვრება, სერვისები გააცნეს და ტურისტული პროდუქტები წარუდგინეს.

ვიზიტორებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, VR-სათვალის საშუალებით ვირტუალურად ემოგზაურათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, გაცნობოდნენ ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს, რესურსებსა და მარშრუტებს.

გამოფენაში 70-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო დაწესებულება მონაწილეობს და მისი მიზანია ტურისტული მიმართულებით მომუშავე კომპანიებს შორის თანამშრომლობის დამყარება და ახალი კონტაქტების მოძიება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა