8 მაისი 2025 წელი

8 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორმა ნათია ბერიძემ, უნივერსიტეტის მესამე მისიის ფარგლებში, სკოლაში „თაობა“ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „ტურიზმი: პროფესია და შესაძლებლობები“.
ლექციის მიზანი იყო სკოლის მოსწავლეებისთვის ტურიზმის სფეროს, როგორც პროფესიული განვითარების მრავალმხრივი მიმართულების გაცნობა. შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ ფორმატში, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევდა, აქტიურად ჩართულიყვნენ განხილვაში და მიეღოთ ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ XI კლასის მოსწავლეები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მონაწილეებმა მაღალი ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია ტურიზმის თანამედროვე ტენდენციებისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებს გადაეცათ უნივერსიტეტის სიმბოლური საჩუქრები.
აღნიშნული აქტივობა ტარდება მესამე მისიის ფარგლებში და მიზნად ისახავს უნივერსიტეტისა და სკოლის პარტნიორობის გაძლიერებას, პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობასა და მომავალ აბიტურიენტთა ინფორმირებული არჩევანის მხარდაჭერას.