16 მაისი 2025 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ეკატერინე ბახტაძემ, მესამე მისიის ფარგლებში ბათუმის კერძო სკოლში - „მეგა სკოლა“ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „ტურიზმი, როგორც მსოფლიოს აღმოჩენის, დასვენების, გართობის და დასაქმების შესაძლებლობა“.
ლექციას მეცხრე კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ და მისი მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის ტურიზმის არსის, მისი ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული მნიშვნელობის გაცნობა. ეკატერინე ბახტაძემ წარადგინა საინტერესო პრეზენტაცია, რომელშიც მოცემული იყო როგორც მსოფლიოს, ისე საქართველოს ტურიზმის სტატისტიკა, ასევე ინფორმაცია ტურიზმის სახეების შესახებ. მოსწავლეები გაეცნენ ტურიზმის და მასპინძლობის ინდუსტრიის იმ სექტორებს, სადაც მათთვის საინტერესო იქნება მომავალში დასაქმება.
ლექციის ბოლოს მოსაწვლეებმა მოამზადეს სარეკლამო პოსტერი: „რატომ უნდა ჩამოვიდეს ტურისტი საქართველოში?“ და იმსჯელეს სარეკლამო ინფორმაციის გავრცელების თანამედროვე საშუალებებზე. ლექცია ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.
აღნიშნული ლექცია ხელს შეუწყობს საშუალო სკოლებთან ურთიერთობის გაღრმავებას და დაეხმარება მოსწავლეებს სამომავლოდ პროფესიის არჩევაში.