ტურიზმის ფაკულტეტი

საერთაშორისო გამოფენის „EBIT 2025”-ის სტაჟირებაში მონაწილე ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ

სურათი

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-16 საერთაშორისო გამოფენის „EBIT 2025”-ის სტაჟირებაში მონაწილე ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს ბსუ-ს რექტორი ტიტე აროშიძე, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი ირაკლი კორძაია შეხვდნენ. ახალგაზრდებს ფორუმში აქტიური მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადეს და სერტიფიკატები გადასცეს.

სტუდენტები გამოფენაში წარმატებული მონაწილეობისათვის საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციისა და საერთაშორისო გამოფენებისა და ღონისძიებების კომპანია ,,ექსპო ბათუმის" მხარდაჭერით, ივნისში ისტორიულ კაბადოკიას ეწვევიან.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა