19 მაისი 2025 წელი

ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის ასისტენტმა ლელა დევაძემ უნივერსიტეტის მესამე მისიის ფარგლებში, ბათუმის №2 საჯარო სკოლაში ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „ტურიზმი, როგორც პროფესიული განვითარების მრავალმხრივი მიმართულება.“ ლექციის მიზანი იყო სკოლის მოსწავლეებისთვის ტურიზმის სფეროს მნიშვნელობის, პერსპექტივების და კარიერული შესაძლებლობების გაცნობა.
შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ ფორმატში, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევდა, აქტიურად ჩართულიყვნენ განხილვაში და მიეღოთ ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
აღნიშნული აქტივობა ტარდება მესამე მისიის ფარგლებში და მიზნად ისახავს უნივერსიტეტისა და სკოლის პარტნიორობის გაძლიერებას, პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობასა და მომავალ აბიტურიენტთა ინფორმირებული არჩევანის მხარდაჭერას.